ეჭვგარეშეა, რომ სენეგალელი ალი დიას ისტორია ერთ-ერთი ყველაზე სასაცილოა ფეხბურთის ისტორიაში.
სენეგალელის მეგობარმა დაურეკა საუთჰემპტონის მაშინდელ მწვრთნელს, გრემ სუნეს და უთხრა, რომ ნამდვილი ტალანტი აღმოაჩინა. იგი 52 წუთის განმავლობაში არწმუნებდა სუნესს, რომ ალი დია იყო ჯორჯ ვეას ბიძაშვილი და მასსაც იგივე ტალანტი ჰქონდა.
ალი დიას მეგობარი ატყუებდა საუთჰემპტონის მწვრთნელს, რომ სენეგალელი პსჟ-ში თამაშობდა და ნაკრებშიც 13 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.
სინამდვილეში ალი დია არც ჯორჯ ვეას ბიძაშვილი იყო, არც პსჟ-ში თამაშობდა და არც არასდროს უთამაშია სენეგალის ნაკრებში
გრემ სუნესი დათანხმდა 1 თვიან გამოსაცდელ ვადაზე. ალი დია სადებიუტო მატჩში, 53-ე წუთზე შეცვლაზე შეიყვანეს მეტ ლე ტისიეს ნაცვლად, მაგრამ ისე ცუდად ითამაშა, რომ 85-ე წუთზე უკან გამოიყვანეს და მას შემდეგ საუთჰემპტონის მაისური აღარც ჩუცვამს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ